გერმანიის ჩემპიონი “ბამბერგი” კიდევ ერთი კალათბურთელით გაძლიერდა. კლუბთან “1+1” სისტემით კონტრაქტი ფაბიენ კოსიემ გააფორმა, რომელიც გასულ სეზონში თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩაში” ირიცხებოდა.
ცნობისთვის, 29 წლის ფრანგი კალათბურთელი ბასკურ კლუბში 2012 წლიდან თამაშობდა, ევროლიგის გასულ სეზონში მისი საშუალო მონაგარი კი 10.3 ქულა, 3.1 მოხსნა, 2.0 პასი და 1.1 ჩაჭრა გახლდათ.