დიდებული ქალბატონია ამერიკელი მოდელი ჰაილი მაკლაინი. ლამაზი, ტანკენარი, მხიარული, საქმის ბოლომდე მიმყვანი და კარგი დიასახლისი. ამერიკაში იძახიან, ჰაილის ისეთი კეთილი გული აქვს, თუ მოეხასიათება, თავისას გაიხდის, შენ ჩაგაცმევს და თვითონ ტიტლიკანა ივლისო.
გახდა და ჩაცმა რომ ამ ქალს არ ეზარება, ამას აქვე წარმოდგენილი მისი ფოტოებითაც მიხვდებით, მაგრამ, ჰაილი მაკლაინის გონება და ფიქრნი ამჟამად მხოლოდ გახდას არ დასტრიალებს, რადგან ეს ასული უგონოდაა შეყვარებული საკალათბურთო კლუბ “გოლდენ სტეიტზე”.
როგორც იცით, მომდევნო საკალათბურთო სეზონში ჩვენი ზაზა ფაჩულია სწორედ ამ დიდებული კლუბის ღირსებას დაიცავს და სხვა მრავალ ქომაგთან ერთად, მის მიერ ჩაყრილ ბურთებზე სიხარულის ჟრჟოლვა მშვენიერ ჰაილისაც მოუვა, რაც ზაზასი არ ვიცით და ჩვენთვის ჭეშმარიტად დიდებული ამბავი იქნება. თუ ჟრჟოლვაა, მოდით მართლაც ჟრჟოლვა იყოს!