ჯანო ანანიძის გოლი რუსეთის პრემიერლიგის პირველი ტურში საუკეთესოდ აღიარეს. კერძოდ, გამოცემა CHAMPIONAT.COM-ის მიერ შედგენილ ტურის საუკეთესო ხუთი გოლიდან, ორი ჯანოსია.
მესამე ადგილი ერგო მის მიერ "არსენალის" კარში მეექვსე წუთზე გატანილ გოლს, ხოლო გამარჯვება მეორე გოლმა მოიპოვა, რომელიც დაახლოებით 25 მეტრიდან ყუმბარისებული დარტყმით შეაგდო.
აღნიშნული გოლებისთვის თვალის მიდევნება აქ შეგიძლიათ.