ესტონეთის ჩემპიონატში ტალინური დერბი მოულოდნელი ანაგარიშით დასრულდა: ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორამ" 6:1 გაანადგურა "ლევადია". ქართველმა ნახევარმცველმა 4 გოლში დაიდო წვლილი, 2 გოლი კი უშუალოდ მისი პასით გავიდა.
"ფლორა" მეოთხე ადგილზეა და 8 ქულით ჩამორჩება ლიდერ "ინფონეტს".
პოლონეთში ლაშა დვალის "შლიონსკმა" სტუმრად 2:0 აჯობა "პოგონს". დვალმა შეუცვლელად ითამაშა. სხვათა შორის, ეს მესამე ტური იყო და ლაშას გუნდს გოლი არ გაუშვია: პირველად მოიგო, მანამდე ორჯერ 0:0 ჰქონდა ნათამაშები.