სლოვაკი ჩოგბურთელი დომინიკა ციბულკოვა იმ სპორტსმენთა რიცხვს შუერთდა, რომლებიც 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ვერ იასპარეზებენ.
სამედიცინო შემოწმების თანახმად, 27 წლის ჩოგბურთელს, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილზე იმყოფება, მარცხენა ფეხზე ანთებითი პროცესი აქვს. ექიმთა ვარაუდით, დომინიკას მომჯობინებისთვის 7-10 დღე სჭირდება, ეს კი იმის მომასწავებელია, რომ ის ოლიმპიადის სტარტისთვის მწყობრში ვერ იქნება.
“ძლიერი ანთება მაქვს. ექიმებმა ნათლად მიმანიშნეს, რომ ახლა კორტზე გასვლა არ შეიძლება”, - განაცხადა ციბულკოვამ.