კალათბურთი

21:50 | 1.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ოკლაჰომამ” რონი პრაისი დაიმატა

“ოკლაჰომა სითი სანდერმა” 33 წლის ამერიკელი გამთამაშებელი რონი პრაისი დაიმატა, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კალათბურთელმა კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გარიგების სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

რონი გასულ სეზონში “ფინიქს სანსში” თამაშობდა, სადაც 62 შეხვედრა ჩაატარა და საშუალოდ ერთ შეხვედრაში 5.3 ქულას, 2.4 ჩაჭრას და 1.6 მოხსნას აკეთებდა.

0.117755