1 აგვისტოს, სასტუმრო „ჰუალინგში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით გულშემატკივართან ურთიერთობისა და უსაფრთხოების საკითხებზე სემინარი ჩატარდა. უეფას გულშემატკივართან მეკავშირე ოფიცრების პროექტის კონსულტანტმა სტიუარტ დაიკსმა სემინარის მონაწილეებს გულშემატკივართან მეკავშირე ოფიცრების შესახებ უეფას პროექტი გააცნო, უსაფრთხოების საკითხებზე ესაუბრა და ევროპული გამოცდილება გაუზიარა.
“ჩემი აქ ყოფნის მთავარი მიზეზია, გულშემატკივართან მოკავშირე ოფიცერის როლზე ვისაუბრო, რაც უეფას სამართლიანი თამაშის ლიცენზირების წესდების მოთხოვნას წარმოადგენს. ჩემი დავალებაა, ეროვნულ ასოციაციებთან ვითანამშრომლო, რათა მათ და მათ კლუბებს ნათელი წარმოდგენა ჰქონდეთ იმაზე, თუ რას წარმოადგენს გულშემატკივართან მოკავშირე ოფიცერი, რა დავალებებს ასრულებს, და რა უპირატესობას წარმოადგენს კლუბისთვისა და ასოციაციისთვის ასეთი ადამიანის ყოლა. ეს საკმაოდ ახალი თანამდებობაა, და არსებობს ამ როლისა და მისი უპირატესობების თაობაზე ინფორმაციის გავრცელების საჭიროება,“- განაცხადა სტიუარდ დაიკსმა.
სემინარში მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი ლიგის კლუბების დირექტორებმა, გულშემატკივართან მეკავშირეებმა და უსაფრთხოების ოფიცრებმა.
www.gff.ge