ფეხბურთი

20:25 | 1.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბლაშიკოვსკი “ვოლფსბურგის” ფეხბურთელია

პოლონეთის ნაკრების ნახევარმცველი იაკუბ ბლაშიკოვსკი კარიერას “ვოლფსბურგში” გააგრძელებს აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 30 წლის პოლონელმა კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე გააფორმა. გერმანული მედიის ცნობით, “მგლებმა” “დორტმუნდს” ტრანსფერში 5 მილიონი ევრო გადაუხადეს, ხელშეკრულების სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ბლაშიკოვსკის “დორტმუნდის” მაისურით 197 მატჩი აქვს ჩატარებული და 27 გოლი გატანილი.

0.114735