“დინამო” თბილისისა და ზაგრების “დინამოს” მატჩისწინ უჩა ლობჟანიძემ ისაუბრა. საქართველოს ჩემპიონის განაპირა მცველის განცხადებით, მის გუნდს გამარჯვება და თანაც სასურველი ანგარიშით შეუძლია.
ამასთან, ლობჟანიძემ სინანულით გაიხსენა ერთი კვირის წინ ზაგრებში გამართული მატჩი და აღნიშნა, რომ შეიძლებოდა ახლა სხვა სიტუაცია ყოფილიყო.
“ვნახოთ ხვალ რა მოხდება – ვემზადებით და ყველანარიად ვეცდებით, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. პირველ თამაშს რაც შეეხება, გვქონდა შანსი რამდენჯერმე, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ და აქეთ გავუშვით – სამწუხაროა რომ წავაგეთ. გუნდი ემზადება, ფეხბურთელები მაქსიმუმს ვაკეთებთ და ვნახოთ რა, როგორ გამოგვივა. ვფიქრობ, შეგვიძლია ზაგრების “დინამოს” დამარცხება”, - თქვა ლობჟანიძემ.
თბილისისა და ზაგრების “დინამოს” შეხვედრა სამშაბათს, 21:00 საათზე დაიწყება.