ვენის “რაპიდის” სპორტულმა დირექტორმა ანდრეას მიულერმა განაცხადა, რომ თბილისის “დინამოსთან” კლუბი ყველაფერზე შეთანხმდა და გიორგი ქვილითაიას სამედიცინო შემოწმების გავლაღა სჭირდება. ქვილითაია და მისი აგენტი გოგა გახოკიძე ვენაში დღეს მიემგზავრებიან.
“ყველა დეტალზე შევთანხმდით. ახლა თბილისიდან წერილობით დასტურს ველით. კმაყოფილი ვარ, რადგან ქვილითაიას დიდი პოტენციალი აქვს” – თქვა მიულერმა, რომელიც 2000-2009 წლებში “შალკეს” დირექტორატში გახლდათ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილსაც კარგად იცნობს.
ავსტრიის ყველაზე ტიტულოვან და პოპულარულ კლუბს ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელარუსის “ჟოდინო” ჰყავს მეტოქედ. პირველი მატჩი ბელარუსში 0:0 დასრულდა. “რაპიდი” ქვილითაიას ჯგუფურ ეტაპამდე მაინც ვერ ათამაშებს – უფლება არ აქვს, რადგან ფეხბურთელს თბილისის ‘დინამოში” აქვს ნათამაშები ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე.
ამჟამად ქვილითაიას საზარდული აწუხებს, თუმცა უმნიშვნელოდ. როგორც გაირკვა, “დინამო” თავიდან მილიონ ევროზე მეტს ითხოვდა ქვილითაიაში, თუმცა მოლაპარაკებების შედეგად, “რაპიდს” ეს ტრანსფერი უფრო იაფი დაუჯდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ქვილითაია ძალიან ზანტია, თუმცა სიმაღლესთან შედარებით კარგი ტექნიკა აქვს. თუმცა ბიჭი აშკარად დასახვეწია. მაღალ ბურთებს კი იგებს, თუმცა თავის გოლს ვერ იტანს. მე მასში დიდ პოტენციალს ვერ ვხედავ, თუმცა ავსტრიელები ტყუილად არ იყიდიდნენ. წარმატებები გიო..
კომენტარები : ))) ჩასაფრებული : )))
წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ რაღაც არ მჯერა მისი მომავლის. გატანილი გოლების რაოდენობამ ხომ არ მოატყუა ვენელები? საღოლ გახოკიძეს, როგორც ჩანს კარგად აჭამა ავსტრიელებს.
akhali
რაპიდი ჯგუფში თუ მოხვდება მაშინ ითამაშებს
..და დინამო?დინამოს არ აკლდა ცენტრფორვარდი ზაგრებში?
წარმატებები გიორგის!კარგია ნაკრებისთვის,მაგრამ სრულიად უადგილო,არადროული იყო დინამოსთვის!...ნუთუ არ შეიძლებოდა ევროტურნირების კვალიფიკაცია,პლეი–ოფი ეთამაშა დინამოში?რაპიდს ევროტურნირებში მაინც ვერ დაეხმარება(დინამოში ითამაშა)....როცა ცხადი გახდა .რომ ვერ შეინარჩუნებდა დინამო ,არ იფიქრეს ცენტრფორვარდის დამატებაზე?!ასე გკიდიათ დინამო?..სასაცილო(სატირელი რომ არ იყოს ) სატრანსფერო ფასია(მილიონზე ნაკლები) (((...გუნდს ამბიცია გააჩნდეს,რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ითამაშოს და ამ დროს ძირითადის ფეხბურთელს მილიონზე ნაკლებად ყიდის და ლეგიონერებს იმატებს,რომლებიც ძირითადშიც ვერ ხვდებიან!!!(((მასხრად იგდებთ გულშემატკივრებს?!
კი მართალი ხარ, ახლა დინამოს თავი აქვს გასაძლიერებელი და გაყიდვა სისულელია ვინმესი, მარა პირადათ ჩემი აზრია რომ ზაგლებესთან ძირითადში არ უნდა დაეწყო არც ერთი თამაში, ალაშკერტთან ორივე თამაში ძალიან სუსტი იყო, ასე რომ კია ტრანსპერია ასეთ მოთამაშეს გაყიდვა რაპიდში, ყოჩახ გახოკიძეს...წარმატებებს უსურვებ ქვილითაიას მარა მეეჭვება ძიტითადში გაქაჩოს....
ჰმ შენ გგონია 1 მილიონად ან მილიონ-ნახევრად გაყიდი?
ვერასდროს ვერ გაყიდი,თუ მუდამ ზაფხულში დაამთავრებ ევროტურნირებს!((
წარმატებები
წარმატებები,მაგრამ ამისნაირები ქუცაშიც ბევრია დღეს,საზარდული არა იხვი,დინამოს არ წაყვა,გაემხნევებინა ბიჭები ისე მაინც,მაგრამ რაპიდზე ფიქრებიო ავსტრიის ლომი ვიქნებიო
ფული გადაიხადონ და ესეთებს ვედრო მანეთად მივცემთ
წარმატებებს კი ვუსურვებ მაგრამ მაინც მინდა ვიკითხო:


ჯერ აქ რა გააკეთა იმდენი, იქ რომ მიჰყავთ? თუმცა არა, ახლა გამახსენდა, საქართველოს ტოპ-ლიგაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა
მუცჰაცჰინო ყველაზე ნაღდი შეკითხვაა რაც ახლა დასვი მეც მაგრად გამიკვირდა რის საფუძველზე წაიყვანა ვენის რაპიდმა
და კიდევ, სომხებთან პირველ მატჩში ხომ პენალტი გაიტანა! ამას შეძლება უნდა...
დავაი დინამოოოო
რამდენია გაყიდული ბილეტი ხო არ იციტ
ისე ზაგრებთან თუ ვერდაეხმარა ცუდი იქნება
კონტრაქტი უმთავრდებოდა და მილიონი ევრო ამ შემთხვევაში მშვენიერი თანხაა, თუმცა უკეთესი იქნება თუ კონტრაქტში პუქნტი ჩაიდება რომ ქვილითაიას გაყიდვის შემთხვევაში გარკვეული პროცენტი დინამოსაც შეხვდეს
Zmebo vivnmem tu icit a divizionis tamashebi ratom agar tardeba kalatburtshi
თურქეთში უნдა ჩატარებულიყო дა არასტაბილური პოლიტიკური ვითარების გამო გაურკვეველი дროით გაдაдო ფიბამ. ვაдები მოგვიანებით გაირკვევაო.
ესეც კაი ფაფხურაა
ნამდვილად აქვს თუ ფიზიკაში ძალიან მოუმატებს