სანდრო კობახიძე უკრაინის ჩემპიონატის მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. პოლტავის “ვორსკლას” ქართველმა ფლანგელმა “ოლექსანდრიასთან” 2:3 წაგებულ შეხვედრაში ძლიერად ითამაშა და ორივე გოლი მისი დამსახურება იყო.
კობახიძე სიმბოლურში შეიყვანა როგორც Ua-football.com-მა, ასევე football.ua-მაც. სხვათაშორის, Ua-football-მა პირველი ტურის თერთმეტეულშიც შეიყვანა სანდრო.