ფეხბურთი

17:14 | 1.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

„რომას“ სახოს შეძენა უნდა

იტალიური „რომა“ „ლივერპულის“ ცენტრალური მცველის, ფრანგი მამადუ სახოს შეძენას გეგმავს.

თბილისის დროით ხვალ გამთენიისას, ამერიკის შეერთებულ შტატებში „რომა“ და „ლივერპული“ ამხანაგურ თამაშს გამართავენ, Corriere dello Sport-ის ცნობით, იტალიელები ამ შემთხვევით ისარგებლებენ და „წითლებს“ 26 წლის ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადებით მიმართავენ.

შეგახსენებთ, რომ მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ტრავმირებულ სახოს დისციპლინა დაუწუნა, რის გამოც აშშ-დან ინგლისში დააბრუნა და მას შემდეგ პრესაში მამადუს გუნდიდან შესაძლო წასვლაზე ალაპარაკდნენ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფრანგს „ლივერპულთან“ მოქმედი კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

გასულ სეზონში სახომ ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებულ 22 მატჩში 1 გოლი გაიტანა, 1 გოლი მიითვალა ევროპის ლიგის 10 შეხვედრაშიც და ორჯერ ითამაშა ინგლისის ლიგის თასზე.

0.113649