ფეხბურთი

14:05 | 1.08.2016 | ნანახია 4441 - ჯერ

SPORT-EXPRESS: "სპარტაკმა" ჯანოსგან ის მიიღო, რაც სურდა"

ავტორიტეტულმა რუსულმა გამოცემა "სპორტ ექსპრესმა" ქართველი ჯანო ანანიძე "არსენალთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და მას 10 ქულიანი სისტემიდან 7.5 ნახევარი დაუწერა. წყაროს ცნობით, ანანიძე რიგ ეპიზოდებში მოიკოჭლებდა, მაგრამ საბოლოო ჯამში გუნდმა მისგან ის მიიღო, რაც მოეთხოვება.

"მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი. არეულ პირველ ტაიმში გადამწყვეტი სიტყვა თქვა. საჯარიმო მოედნის ფარგლებიდან შესანიშნავი დარტყმით ანგარიში გახსნა, არანაკლებ მაღალი კლასის იყო მისი დარტყმა საჯარიმოს გარედან, როცა ანგარიში ორამდე გაზარდა. ყოველთვის წარმატებული არ იყო ორთაბრძოლებში, მაგრამ მას სხვა რამე მოეთხოვება და ეს გუნდმა მისგან მიიღო", - ასე შეაფასა ჯანოს თამაში "სპორტ ექსპრესმა".

შეგახსენებთ, ანანიძემ გუშინ "არსენალს" ორჯერ გაუტანა და ორივე გოლი განსაკუთრებული სილამაზის გამოდგა. აღნიშნული გოლების ნახვა კი აქ შეგიძლიათ.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:04 | 01.08.2016
GIO-JUVE+KICHA+DEL PIERO (1033)

პაწია ხალხი იუვეს არუყვარს ,აგერ ჯოვინკოსაც არ წყალობდენ თორემ წააკოწიალებდა იუვე ესპანეთში წავა ასპროცენტიანი,სპარტაკში არავინ დატოვებს ეგ უეჭველია,მიდის ნადირობა უკვე ნადირობა ჯანუკაზე.

16:56 | 01.08.2016
fcbayernmunich (4197)

რა პონტში დაიბლოკა? საერთოდ არ მითქვამს რამე უცენზურო.

16:55 | 01.08.2016
fcbayernmunich (4197)

ეხლა ჭირდება ამას კარგი ფსიქოლოგი, რომელიც ციდან ჩამოიყვანს და თავში ჩაუდებს, რომ ეს სამი გოლი არ არის მისი კარიერის პიკი.

15:11 | 01.08.2016
komentatori (2299)

კონტრაქტი 2017 ში უმთავრდება ხო?

იმედია წავა თუ შეთავაზებენ ლა ლიგას ან ბუნდესლიგას. წელს მემგონი არ გაუხანგძლივებია, არ უნდა დაუშვას შეცდომა და 2017 ში თავისუფალ აგენტად უნდა წავიდეს. ეხლა უძვრებიან რუსები რო მოაწერინონ ხელი და უფასოდ არ გაუშვან

19:11 | 01.08.2016
dinamo222 (8587)

ბუნდესლიგას ვერ გაქაჩავს ფიზიკურად სუსტია აი ჰოლანდია ზედგამოჭრილია მაგალითად ვიტესში რომ გადავიდეს 1-2 წლით და მომძლავრდეს იქ ფიზიკურად მერე შეიძლება ბუნდესლიგაზე ფიქრიც

23:57 | 01.08.2016
ogafa (10211)

მასეა მაგრამ ვინ დაგიჯერებს

14:56 | 01.08.2016
KoRBeN DaLLaS (24838)

ობიექტურაд შეუფასებიათ. რიგ მომენტებში ცдებოдა კიдეც. ერთ-ორ ეპიზოдში მოეдნის ცენტრში дაჩაგრეს дა სწრაფი კონტრშეტევაც ჰქონдა არსენალს. მაგრამ ასეა თუ ისე, თამაში მაგან გააკეთა. პრომესის გოლები მხოლოд სტატისტიკა იყო.

14:52 | 01.08.2016
LA.paata (757)

ყოჩაღ ჯანოს!!! წარმატებები...ფიზიკა და ისევდაისევ ფიზიკა, მაშინ აღარც ის ორთაბრძოლებზე ნაკლი აღარ ეწერებოდა. დიდი ნაბიჯი იქნება ფიზიკურად მოძლიერება, ტრენაჟორებზე ოფლისღვრაა საჭირო, რომ 90 წუთი მაღალ დონეზე ითამაშოს ფეხბურთელმა, აი მერე აღარავინ გააჩერებს ჯანოს რუსეთში....

14:41 | 01.08.2016
gionat (2245)

ყოჩაღ, მაგარად მიხარია ჯანოს წარმატება, აბა შენ იცი ამაზე ნაკებად აღარ გეთამაშოს!!

0.128359