ბათუმში დასრულდა საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ბათუმი-2016 8, 10, 12 და 14 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. დაწესებული იყო 40 პრიზი ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში, როგორც გოგონათა, ასევე ჭაბუკებს შორის.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართა და მასში 3 ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი) 83-მა ნორჩმა მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა.
ტურნირს ორგანიზება გაუწიეს აჭარის ჭადრაკის ფედერაციამ და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტმა. დაწესებული იყო ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის შოთა ჭურკვეიძისა და ისიდორე გოგეშვილის სახელობის თასები და საჩუქრები, რომლებიც გადაეცათ ადგილობრივ მოჭადრაკეს – ნიკა დარსალიას და საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს გურამ ჭანტურიას.
ასევე ფესტივალზე დაწესებული იყო ყოფილი მოჭადრაკის გია მახარაძის სახელობის თასი, რომელიც 7 კომპლექტ ჭადრაკთან ერთად გადაეცა ხულოელ მოჭადრაკე უჩა იაკობაძეს და მის მწვრთნელს შუქრი შავაძეს.
ოთხივე ასაკობრივ ჯგუფში გამარჯვებული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ მედლებით, სიგელებით და ფულადი ჯილდოთი (საპრიზო ფონდი 5000 ლ.), ხოლო ჩემპიონებს (8 მოჭადრაკე) აგრეთვე გადაეცათ. საჩუქრები მიიღეს ფესტივალის ყველაზე პატარა მონაწილეებმა – მარიამ კალანდაძემ და ჯავიდ გურბანლიმ.
სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ ფესტივალზე ჩამოსულ მწვრთნელებსაც.
გარდა ამისა, დებულებით გათვალისწინებული იყო კონკურსი მწვრთნელთა შორის. გამოვლინდა 5 გამარჯვებული მწვრთნელი, რომლებიც დაჯილდოვდნენ შესაბამისი ფასიანი საჩუქრებით.
გამარჯვებულები:
8 წლამდე
გოგონები
ნატალი აბულაძე (ბათუმი)
ბიჭები
ალექსანდრე მსხალაძე (ბათუმი)
10 წლამდე
გოგონები
ლიზი ქონიაძე (ხელვაჩაური)
ბიჭები
გიორგი გაბუნია (ბათუმი)
12 წლამდე
გოგონები
დეა ბედოშვილი დეა (ბათუმი)
ბიჭები
თორნიკე თედორაძე (ბათუმი)
14 წლამდე
გოგონები
ნინო მახარაძე (ქედა)
ბიჭები
სართანია (ბათუმი)