ფეხბურთი

13:19 | 1.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

შეხვედრა სფფ-ში

1 აგვისტოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა უეფას გულშემატკივართან მეკავშირე ოფიცრების პროექტის კონსულტანტს სტიუარტ დაიკსს შეხვდა.

შეხვედრაზე გულშემატკივართან ურთიერთობისა და უსაფრთხოების საკითხებზე და დაგეგმილი სემინარის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

სტიუარდ დაიკსის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, დღეს, 14:00 საათზე სასტუმრო “ჰულინგში” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდება სემინარი გულშემატკივართან ურთიერთობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ უმაღლესი ლიგის კლუბების დირექტორები, გულშემატკივართან მეკავშირეები და უსაფრთხოების ოფიცრები.

სფფ-ის პრესსამსახური

0.127775