ფეხბურთი

0:51 | 1.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ლეგიონი: სირბილაძე, კობახიძე და გოროზია ყოჩაღობენ

ფინეთის პირველ ლიგაში ირაკლი სირბილაძის კპვ-მ "იუვასკილას" 2:1 სძლია და შეიძლება ითქვას, მთლიანად ქართველი ფორვარდის დამსახურებით. კპვ აგებდა და სირბილაძემ მეორე ტაიმში ორი გოლი გაიტანა, მათ შორის, გადამწყვეტი ბოლო წუთზე.

კპვ ლიდერთა ჯგუფშია და უმაღლესში გადასასვლელად იბრძვის. სირბილაძეს კი 15 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი.

უკრაინის პრემიერლიგაში სანდრო კობახიძის "ვორსკლამ" სტუმრად 2:3 წააგო "ოლექსანდრიასთან". კობახიძემ ორი საგოლე პასი გააკეთა. სანდრომ 82-ე წუთამდე ითამაშა და შეცვალეს.

გიორგი გოროზიამ გაიტანა ნორვეგიული "სტაბეკის" შემადგენლობაში. "სტაბეკმა" სტუმრად 2:2 დაასრულა მატჩი "სტრომგოდსეტთან", ქართველმა ნახევარმცველმა კი მე-5 წუთზე გამოიჩინა თავი.

"სტაბეკი" ნორვეგიის ჩემპიონატში ბოლოდან მეოთხე ადგილზეა, თუმცა თავად გოროზია ურიგოდ არ თამაშობს - 13 ტურში 3 გოლი გაიტანა და იქაური პრესაც გამოარჩევს მის ტექნიკურ მოქმედებებს.

0.122546