ჩოგბურთი

23:41 | 31.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჰინგისი ოლიმპიადაზე მაინც ითამაშებს

მსოფლიოს ექს-პირველი ჩოგანი შვეიცარიელი მარტინა ჰინგისი 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე წყვილთა თანრიგში ტიმეა ბაჩინსკისთან ერთად ითამაშებს.

თავდაპირველად, ჰინგისი ოლიმპიადაზე წყვილებში ბელინდა ბენჩიჩთან ერთად, მიქსტში კი როჯერ ფედერერთან ერთად უნდა გარჯილიყო, თუმცა, ისინი ბრაზილიაში გამგაზავრებას ტრავმების გამო ვერ ახერხებენ.

ბენჩიჩის უარის შემდეგ, საუბარი იყო რიოში ვიკტორია გოლუბიჩის ჩასვლაზე, თუმცა, საბოლოოდ, ეს პატივი ბაჩინსკის ერგო.

ცნობილი გახდა ისიც, რომ შვეიცარიელები წარდგენილნი არ იქნებიან შერეულ წყვილებში, რადგანაც სტენ ვავრინკამ აქცენტის მხოლოდ ერთეულთა შეჯიბრზე გაკეთება არჩია.

0.108127