ძიუდო

22:34 | 31.07.2016 | ნანახია 4027 - ჯერ

ქართულ ოქროებს უზბეკები გადაეფარნენ

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბერლინური ევროპის თასი ოთხი მედლით ჩაამთავრა. თორნიკე ნაგლიაშვილის (66 კგ) მიერ გუშინ მოპოვებულ ბრინჯაოს მედალს დღეს გიორგი კაციაშვილმა (81 კგ) და ონისე სანებლიძემ (90 კგ) ვერცხლები შემატეს, ხოლო კობა მჭედლიშვილმა (81 კგ) – ბრინჯაო.

ქართული ძიუდოს ქომაგებში განსაკუთრებით დიდ ინტერესს 81 კილოგრამი წონითი კატეგორია იწვევდა, რომელშიც სატურნირო ბადეში ოთხი ქართველი გადანაწილდა. მათ შორის ჭაბუკებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი კობა მჭედლიშვილი, ევროპის შარშანდელი ჩემპიონი ახალგაზრდებში თამაზ კირაკოზაშვილი და ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი გიორგი კაციაშვილი. დიდი ალბათობით, ამ წონის კონკურენცია საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდებოდა, რომ არა ერთი ძიუდოისტი – უზბეკი დავლატ ბობონოვი.

სწორედ ბობონოვმა ჩაუკეტა ოქროს მედლისკენ მიმავალი გზა სამივე ჩვენებურს. კირაკოზაშვილს მეოთხედფინალში, მჭედლიშვილს – ნახევარფინალში, ხოლო კაციაშვილს – ფინალში.

თამაზ კირაკოზაშვილმა რეპეშაჟში გადართვამდე გერმანელი ფრედერიკ შრიბერის, ფრანგი კრისტ გენგულისა და რუსეთის ნაკრების წევრ რუსლან გოდიზოვის იპონ-იპონ ძლევა მოასწრო. ბრინჯაოსკენ გზაზე გერმანელ ელიას ფრანკსა და იტალიელ კრისტიან პარლატის აჯობა, მაგრამ გადამწყვეტ ბრძოლაში პორტუგალიელ ჟოაო მარტინოსთან ვაზარით წააგო და მე-5 ადგილს დასჯერდა.

მჭედლიშვილმა ძირითად ბადეში ლატვიელი დავის დუდა, გერმანელი ჰენრიკ შრიბერი და იტალიელი პარლატი ჩამოიშორა. ბობონოვთან იუკოთი მარცხის შემდეგ კი რეპეშაჟის ფინალში გერმანელ ტიმ გრამკოვს წუთსა და 16 წამში მოუმთავრა საქმე.

კაციაშვილმა ფინალის გზაზე ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ოთხივე სუფთად მოიგო: გერმანელ ტიმო კაველიუსთან, რუსეთის ნაკრების წევრ ტურპალ ტეპკაევთან, ჰოლანდიელ იესპერ სმინკთან და პორტუგალიელ ჟოაო მარტინოსთან. ოქროს ბრძოლაში კი იპონით დამარცხდა.

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს დროშის ქვეშ გიორგი ქურდიანმაც იჭიდავა, მაგრამ ტურნირს მეორე წრიდან გამოეთიშა.

ევროპისა და მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატების (ჭაბუკებში) ბრინჯაოს პრიზიორს – 17 წლის ონისე სანებლიძეს გერმანულ ტატამზე თავისზე გაცილებით უფროს მეტოქეებთან მოუხდა დაჭიდება, მაგრამ არათუ დაიჩაგრა, დილის პროგრამა ასპროცენტიანი შედეგით ჩაიჭიდავა. ლიტველ ანტანას კმიელიუსკასს, გერმანელ ვალენტინ კიეშესა და პორტუგალიელ ხაიმე სანტოსს იპონებით სძლია. ნახევარფინალში კი ესტონელ მატიას კუუსიკს იუკოთი აჯობა.

ერთი მოგებაც და სანებლიძე ევროპის თასის ჩემპიონი ხდებოდა, მაგრამ, კაციაშვილის მსგავსად, გადამწყვეტ მომენტში წინ მასაც უზბეკი მეტოქე გადაეღობა – ჭაბუკებს შორის აზიის 2014 წლის ჩემპიონ მუხამადკარიმ ხურამოვთან უილეთო შეხვედრაში ოქროს მედლის ბედი ორმა გაფრთხილებამ გადაწყვიტა, ხურამოვის სასარგებლოდ.

დღესვე, საქართველოს დროშის ქვეშ დავით ოზბეთელაშვილმა (100 კგ), გურამ ქოსმენაშვილმა (+100 კგ) და ელისო სისაურმაც (70 კგ) იჭიდავეს, მაგრამ მედლებისთვის ბრძოლა დილის პროგრამაში დაასრულეს.

ევროპის თასზე მონაწილეობა 38 ქვეყნის ახალგაზრდულმა ნაკრებმა მიიღო.

ძიუდო

ევროპის თასი

ახალგაზრდები

ბერლინი

30-31 ივლისი

ვაჟები

55 კგ

1 მაქსიმ მერლინი (საფრანგეთი)

2 კარამატ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი)

3 ნარიმან აჰმადოვი (აზერბაიჯანი)

3 ნატიგ გურბანლი (აზერბაიჯანი)

60 კგ

1 რომარიკ ვენდ-იამ ბუდა (საფრანგეთი)

2 ჟოლან ფლორიმონტი (საფრანგეთი)

3 დანიელ ბენ დავიდი (ისრაელი)

3 უღურჩან ზეჰირი (თურქეთი)

66 კგ

1 ჯოვანი ესპოზიტო (იტალია)

2 ნილს სტამპი (შვეიცარია)

3 თორნიკე ნაგლიაშვილი (საქართველო)

3 ბილალ ჩილოღლუ (თურქეთი)

73 კგ

1 ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი)

2 ალექსანდრ კოლესნიკი (რუსეთი)

3 შამილ ჯავბატიროვი (გერმანია)

3 მუსო სობიროვი (უზბეკეთი)

81 კგ

1 დავლატ ბობონოვი (უზბეკეთი)

2 გიორგი კაციაშვილი (საქართველო)

3 კობა მჭედლიშვილი (საქართველო)

3 ჟოაო მარტინო (პორტუგალია)

5 თამაზ კირაკოზაშვილი (საქართველო)

90 კგ

1 მუხამადკარიმ ხურამოვი (უზბეკეთი)

2 ონისე სანებლიძე (საქართველო)

3 რომან დონცოვი (რუსეთი)

3 მატიას კუუსიკი (ესტონეთი)

100 კგ

1 არმან ადამიანი (რუსეთი)

2 ასლან ჯიოევი (რუსეთი)

3 სიმეონ კატარინა (ჰოლანდია)

3 ბეკმუროდ ოლტიბოევი (უზბეკეთი)

7 დავით ოზბეთელაშვილი (საქართველო)

+100 კგ

1 რუსლან შახბაზოვი (რუსეთი)

2 ზარკო კულუმი (სერბეთი)

3 მასიე კატანგა (საფრანგეთი)

3 რენატ ნაზმიტდინოვი (უზბეკეთი)

გოგონები

44 კგ

1 ელისა ადრასტი (იტალია)

2 ვლადლენა ზერშიკოვა (რუსეთი)

3 სიტორა ბოიმატოვა (რუსეთი)

3 ლუის პეტიტი (ბელგია)

48 კგ

1 დარია პიჩკალევა (რუსეთი)

2 რეკა პუპი (უნგრეთი)

3 გულკადერ სენტურკი (თურქეთი)

3 მარია სიდეროტი (ბელარუსი)

52 კგ

1 ასტრიდ ნეტო (საფრანგეთი)

2 კორალინ მარკუს ტაბელიონი (საფრანგეთი)

3 მირიამ ბლავიერი (ბელგია)

3 მარიანა ესტევესი (პორტუგალია)

57 კგ

1 ანა დაბროვსკა (პოლონეთი)

2 სტეფანია ადელინა დობრე (რუმინეთი)

3 იულია კოვალჩიკი (პოლონეთი)

3 ლარისა კრაველი (ჰოლანდია)

7 მარიამ ჯანაშვილი (საქართველო)

63 კგ

1 ლარა რეიმანი (გერმანია)

2 კლემენს ემე (საფრანგეთი)

3 ჰილდე იაგერი (ჰოლანდია)

3 სანე ვერმეერი (ჰოლანდია)

70 კგ

1 ალესანდრა პროსდოსიმო (იტალია)

2 ჯოვანა სოჩიმარო (გერმანია)

3 მარინა ოლარტე (საფრანგეთი)

3 გაბრიელა ვილემსი (ბელგია)

78 კგ

1 ანა მარია ვაგნერი (გერმანია)

2 ჟასმინ ლესტერჰუისი (ჰოლანდია)

3 ვალენტინ მარჩანდი (საფრანგეთი)

3 ჯიორჯია სტანჯერლინი (იტალია)

+78 კგ

1 ჟულია ტოლოფუა (საფრანგეთი)

2 მერსედეს სზიგეტვარი (უნგრეთი)

3 სებილე აკბულტი (თურქეთი)

3 ანა გუშინა (რუსეთი)


კომენტარები (25)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:09 | 05.08.2016
Socrates (1377)

საერთოდ ყველაზე კარგი შედეგი უნდა დაიდოს ამ ოლიპიადზე რაც აქამდე გვქონდა, ამის იმედს არა მარტო რეკორდული რაოდენობა გვაძლევს, არამედ პირველ რიგში ხარისხი. ამდენი ჩემპიონობის რეალური კანდიდატი არასდროს გვყოლია...

01:01 | 05.08.2016
beso68 (2902)

ეხლა შევხედე ბადეებს, რასაც ვუყურებ ჭრიკის და ლიპოს აქვთ კარგი ბადეები, მარგველას არა უშავს, ტაისონა ისედაც ვიცოდით რომ განთესილებში ვერ მოხვდებოდა და მისი ნიჭისა და ტალანტის იმედზე ვართ. ამათ შეუძლიათ მედლის აღება(ოქროს იმედიც მაქვს). დანარჩენებს მედლის აღებისთვის შედარებით რთული ბრძოლები მოუწევთ.

00:51 | 05.08.2016
ukleba (17336)

Mogesalmebit bichebo. Yvela shekrebaze viyavi bichebis da axla am cutshi dushetshi var volnikebis shekrebaze. Me yvelaze kargad getyvit vin ra formashia da vis ra sheudzlia. Bichebi magrad arian momzadebuli dzalian. Davicyot papinati. Papina ebropelebs mospobs. Ai takatomde umtkivneulod miva mere uvelaferi sheidzleba moxdes tumca medlistvis ichidavebs chemi azrit. Margvela aris sascaul formashi. Puliaevamde umtkivneulod miva. Gaumartla dzalian badeshi da didi imedi maqvs puliaevsac gagunavs. Lashas bade cinascar vicodit anu neotxedfinali ono da naxevarfinali ani. Manamde vinc ar unda shexvedrida yvelas gagunavda. Lashas ybelaze rtuli bade aqvs cheni azrit. Chirika chempionia. Lipo iset formashi midis pirvel rogshi fsiqologiurad rom dzalian didi echvi maq meore oqro iqneba. Taisona aris yvelaze nepredskazuemi. Tausona bevr favorits gaushvebs saxlshi kudamodzuebuls. Rac sheexeba adanas. Vocnebobdit ron riners ascdenoda. Da ascda. Adama yvelas did siurprizs gimzadebt. Me dzalian gamexarda harasavas egreve ro daejaxa imitom rom adama 156 kilo gafrinda rioshi da albat 152 ichidavebs. Tu adamam harashava daagdo risi shansic 50 procebtia vmfinalshi uechveli gaichiteba. Harasava ashkarad ver gatvlis adamas formas da mand iqneba yvelaze didi moulodnelobis efeqti. Xo micnobt da icit rom ar var optimisti. Chemi realizmidan gamomdinare es oqros taobis oqros bichebi cels yvelaze yvelaze nagrad gagvaxareben da gaaoceben danarchen globuss ☺☺

01:50 | 05.08.2016
mst (1810)

შენ პირს შაქარი,მაგას რა ჯობია გაიხარე

00:58 | 05.08.2016
Socrates (1377)

ღმერთმა ქნას. ჩვენც მაგის იმედი გვაქვს. ავთოს ტრავმები ხომ არ აწუხებდა თუ იცი?

01:00 | 05.08.2016
ukleba (17336)

Bolo or celicadshi pirvelad chidaobs utravmod. Magar formashia da aranairi travna ar aqvs. Da magrad damushavda tu rogor unda mougos nagases. Ase rom tu fortunam da msahebma ar gagvcires da iqneb im maxinjma iaponelma manamde waagos sadme mashin gagudavs. Mgonia ro nagases xarmulzaevi gaushvebs iaponiashi. Sascaul formashia rusi

01:05 | 05.08.2016
Socrates (1377)

ღმერთმა ქნას ყველაფერი ისე ახდეს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ განცდა მაქვს ისეთი ისტორიული შედეგი უნდა დადონ. ფანტასტიკური იქნება ისეთი, როგორიც რუსებმა დადეს წინა ოლიმპიადაზე, მაგრამ ორიც არ იქნება ურიგო. აი ბრინჯაოზე თითქმის ყველას აქვს შანსი

01:06 | 05.08.2016
ukleba (17336)

Kbilebs vilesav. Kaci kacs unda shemostyorcnon

01:06 | 05.08.2016
Socrates (1377)

ორი ურიგო კი არა ძალიან მაგარი იქნება...

00:47 | 05.08.2016
Socrates (1377)

მთავარია ნაგასემ წაიფორხილოს, ერთადერთი მაგასთან გაუჭირდება ავთოს, დანარჩენები ვერ შეეცილებიან ჩემპიონობაში, ყველაზე კარგი შანსი ავთოს აქვს და ლიპოს, ყველაზე რთული ბექას, მთავრია გროლს ასცდეს და მარეს მოუგებს ბექა. აი ნახევარფინალში ან კრპალეკი და ან ჰაგა შეხვდება, მიუხედავად სიმაღლისა, მაინც კრპალეკი ჯობს ბექასთვის, მასთან უფრო მეტი შანსი ექნება, ტუ ფინალამდე მივიდა იქ კი არავისთან წააგებს ამაში ვარ 100% დარწმუნებული. ფინალებს ბექა არ აგებს როგორც წესი... ვნახოთ, ბექასი ძალიან მეიმედება ოქრო-ვერცხლი და ორი ბრინჯაო იქნება ჩემი აზრით...

00:42 | 05.08.2016
solomon (459)

ხინჩეგაშვილის და ტაისონბას ჩემპიონობას რომ რინერის ჩემპიონობვა და საეართო გუნდურ ჩათვლაშI ამერიკის მოგება დაამატო 65 კუშია მშვენიერი))

00:40 | 05.08.2016
solomon (459)

მუსტოპულოსთან გაUჭირდება ვფიქრობ ჭრიკის. მთავარია ფსიქოლოგიურად იყოს ხოდზე ავთო და რინერსაც მოერევა, ჟილკიანია მაგარი ეს გაბერძნებული ქართველი

00:40 | 05.08.2016
Socrates (1377)

ყველაზე კარგი ბადე ჭრიკიშვილს და ლიპარტელიანს აქვს. ჭრიკიშვილი ფინალამდე უპრობლემოდ უნდა მივიდეს, ლიპო კი ნახევაფინალამდე. მერე ღმერთმა უწყის რა იქნება...

00:37 | 05.08.2016
solomon (459)

მარგველაშვილს ყველაზე კარგი ბადე აქვს

00:38 | 05.08.2016
Socrates (1377)

მეოთხედფინალამდე კი

00:28 | 05.08.2016
neeskensi (2433)

მარგველაშვილს გამბოსის და პოაკის დამარცხება შეუძლია...პულიაევთანაც შეიძლება ჭიდაობა....

00:27 | 05.08.2016
Socrates (1377)

პრინციპში ყველას აქვს შანსი მეოთხედფინალამდე მისვლის და მერე მედალზეც ფიქრი. სტამს არ გაუმართლა მაგრად.

00:24 | 05.08.2016
neeskensi (2433)

პაპინამ თუ რამე არ მოიგონა მეოთხედფინალამდე უნდა მივიდეს...ტაკატოსთან ცოტა შანსი აქვს,მაგრამ აქვს....თუ არადა საპრიზოსთვის უნდა იბრძოლოს

00:20 | 05.08.2016
Socrates (1377)

ადამას კი რაც შეეხება თუ ჰარასავას მოუგო ძალიან კარგი ბადე აქვს ფინალამდე შეუძლია მივიდეს. პირველი ბრძოლა ექნება გადამწყვეტი ჰარასავასთან თუ მოიგო ვერცხლის მედალსაც შეიძლება გამოკრას ხელი. ლაშას არ გაუმართლა ონოს ხვდება მეოთხედფინალში...

00:17 | 05.08.2016
Socrates (1377)

ბექას პირველი აქვს იოლი ფლეტჩერთან, შემდეგ ნიკიფოროვი ან მაჰჯუბი და მეოთხედფინალში მარე ან ყველაზე ცუდი გროლი, ნახევარფინალი კი ან კრპალეკი ან ჰაგა. ყველაზე იოლი ფინალი ექნება, თუ გავიდა. ლიპოსაც კარგი ბადე აქვს ნახევარფინალამდე უნდა მივიდეს უპრობლემოდ, მერე ვნახოთ, ჩირიკას კიდევ ფინალამდე არ ჰყავს ისეთი უხერხული მეტოქეები ბოტიოს თუ არ ჩავთვლით. ნაგასესთან მოხვდა ხალმურზაევი და პიეტრიც. მარგველასაც კარგი ბადე აქვს მეოთხედფინალში პულიავს თუ არ ჩავთვლით

00:11 | 05.08.2016
Socrates (1377)

ჩირიკას მაგარი ბადე აქვს ფინალამდე უნდა მივიდეს უპრობლემოდ თუ სასწაული არ მოხდა

00:04 | 05.08.2016
ალექსანდრე (6188)

აი ბადეებიცstripslashes((strlen('http://www.ippon.org/oly2016.php')>0?' http://www.ippon.org/oly2016.php':' http://www.ippon.org/oly2016.php'))

23:55 | 04.08.2016
mst (1810)

ბევრი ვერაფერი გავაჩიე მაგრამ მე მგონი ტაისონას და ლიპო კარგი ბადე აქვთ,ოქრუაშვილი პირველივე წრესი იაპონელს ეტაკეპა,ლაშა კი მეოთხედფინალში

00:08 | 05.08.2016
Socrates (1377)

ადამას შემდეგ ყველაზე ცუდი ბადე ტაისონას აქვს. პაირველი სხვატკის შემდეგ ნიკიფოროვსა და მაჰჯუბს შორის გამარჯვებულს ხვდება, მერე მარე და ჰაგა ნახევარფინალში, როგორც ყოველთვის ბექას რთული ბადე ხვდება, მაგრამ უნდა მოიგოს მაინც

23:54 | 04.08.2016
Socrates (1377)

ყველაზე მეტად ადამას აარ გაუმართლა, სტამს და ბექას, დანარცენებს ნორმალური ბადე აქვთ, მეოთხედფინალამდე ძლიერები არ ხვდებიან. ბექას მეოთხედფინალში მარე და ნახევარფინალში ჰაგა ელოდება. ადამა ეგრევე ჰარასავას დაეჯახა. პრინციპში ყველას შეუძლია მედალზე ჭიდაობა ადამას და სტამის გარდა ალბათ

23:38 | 04.08.2016
Socrates (1377)

კაცების კენჭისყრა იწყება მალე

23:04 | 04.08.2016
Socrates (1377)

stripslashes((strlen('http://judolive01.lb.judobase.org/live/')>0?'http://judolive01.lb.judobase.org/live/':'http://judolive01.lb.judobase.org/live/'))

კენჭისყრის პირდაპირი ტრანსლაცია მიმდინარეობს

12:03 | 04.08.2016
solomon (459)

გული მიგრძნობს ტაისონა ოქროს აიღებს. ის ყველაზე დიდი კონკურენცია ვარლამის წონასია. ბევრი ძაან ძლიერი ძიუდოისტია

22:14 | 04.08.2016
ukleba (17336)

Ver dagetanxmebi. Yvelaze didi konkurencia aris 73 da 100. Imden dziudoists aqvs oqros agebis shansi ro ravi. Varlamas wonas 3 lideri yavs. erti tviton lipo.meore gvaki da mesame beikeri. Sxva vin aba??

23:11 | 04.08.2016
Socrates (1377)

დენისოვის ჩამოწერა არ შეიძლება, ძალიან მაგარ ფორმაშია ნიმანი, აგრეთვე ტოტი, ვან ტენდი, ჯარჯი და გონზალესიც. ბექას კი ნამდვილად ექნება შანსი. ვისგანაც არ ველოდებით ის გაისვრის სწორედ. ყველაზე დიდი შანსი ჭრიკიშვილს და მგონია რომ სწორედ აქ გველის დიდი იმედგაცრუება, ძალიან მინდა რომ ვცებოდე და ჩირიკამ მოიგოს, მაგრამ ნაგასესთან შანსი არ აქვს, თუ ნაგასე ვინმემ არ გამოაგდო მანამდე, მაშინ წინ ვეღარავინ დაუდგება. ლიპარტელიანის პრობლემა ტავად ლიპარტელიანია და თუ შეძლეს თავის თავის დამარცხებას ყველას მოუგებს.

00:52 | 05.08.2016
ukleba (17336)

15 kilo aqvs dasaklebi denisovs. Daberda. Shansi ar aqvs iseve rogorc jarjis

23:14 | 04.08.2016
Socrates (1377)

ხო იდირი გამომრჩა კიდევ

20:51 | 03.08.2016
გარეჯი (3417)

რაც უფრო ცოტა დრო რჩება უფრო მეტად ვნერვიულობ. ბადეები ალბათ 5 რიცხვში იქნება. წარმატებები და იღბალი ჩვენ სპორცმენებს

14:35 | 03.08.2016
lagashi (6738)

კენჭისყრა როდის იქნება ნეტა??

13:45 | 02.08.2016
ukleba (17336)

აზიელები ადრე კაცდებიან და პატარა წონებად რჩებიან. ამიტომაა რომ ახალგაზრდულებში უზბეკები, მონღოლები და ყაზახები ტოლს არ უდებენ იაპონია-კორეას. მერე ზრდასთან ერთად ძლიერი ბიჭები რჩებათ მსუბუქ წონებში და დანარჩენები საშუალო დონის ძიუდოისტებად რჩებიან. ბობონოვი ასეთად დარჩება და ბიჭები კიდე მაგრად გაიზრდებიან. თანაც უზბეკებს ძალიან უყვართ საბუთების "კეთება" და დიდი შანსია ეს ბიჭი სულაც არ იყოს იმ ასაკის რაც უწერია

01:51 | 03.08.2016
mushni (93569)

+1

00:43 | 01.08.2016
dinamo222 (8587)

მაგ ბობონოვის სურათები ტირში დავკიდოოთ DDDD

23:39 | 31.07.2016
tariko (164)

ევროპის თასზე უზბეკებს რა ღა უნდოდათ !?

0.076246