33 წლის ამერიკელი კალათბურთელი ამარე სტაუდმაიერი, რომელმაც გასულ კვირას ნბა-ში კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა, თამაშს ევროპაში, კერძოდ კი, იერუსალიმის “ჰაპოელში” გააგრძელებს.
აღსანიშნავია, რომ სტაუდმაიერი ებრაული კლუბის ერთ-ერთი მფლობელი გახლავთ, ამდენად, ისრაელში პირველად არ ჩასულა.
შეგახსენებთ, რომ ამარე ნბა-ში 2002 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ “ფინიქსის”, “ნიუ იორკის”, “დალასის” და “მაიამის” ღირსებას იცავდა.