ფეხბურთი

21:51 | 31.07.2016 | ნანახია 3961 - ჯერ

ალენიჩევი: “ვფიქრობ, ჯანოსთვის საუკეთესო კვირა არაა”

მოსკოვის “სპარტაკის” ქართველი ლეგიონერი ჯანო ანანიძე მშვენიერი სათამაშო ფორმაშია. ამასთან დაკავშირებით, “სახალხო გუნდის” მთავარმა მწვრთნელმა დმიტრი ალენიჩევმა კომენტარი გააკეთა. როგორც ის მიიჩნევს, ქართველის კარიერის საუკეთესო პერიოდი ამჟამად არაა.

“არ ვფიქრობ, რომ ეს საუკეთესო კვირაა ჯანოს კარიერაში. მან კარგი მომზადება გაიარა და ბევრი იმუშავა. შარშან ანანიძეს ბევრი გაუცდა ტრავმების გამო. მე მასთან სეზონის დაწყებამდე ვისაუბრე – თუ იგი ტარვებისგან სრულად დაცული იქნება, აუცილებლად ითამშებს”, - ციტირებს ალენიჩევის სიტყვებს “სპორტ ექსპრესი”.

შეგახსენებთ, დღეს, რუსეთის პრემიერლიგის სასტარტო ტურში ანანიძემ ტულას "არსენალთან" მატჩში დუბლი შეასრულა, ხოლო სამი დღის წინ, ევროპა ლიგაზე ლარნაკას "აეკსაც" მშვენიერი გოლი გაუტანა“.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.061781
3961