რუსეთის პრემიერლიგა დაიწყო და პირველ ტურში "ურალმა" 2:0 სძლია "უფას". "ურალის" ახალწვეული გიორგი ჭანტურია 79-ე წუთზე შევიდა მინდორზე, კერძოდ, რომან პავლიუჩენკო შეცვალა. ჭანტურიამ ერთხელ დაარტყა კარში და არაზუსტად გამოუვიდა.
შეგახსენებთ, გიორგი ადრეც თამაშობდა რუსეთის პრემიერლიგაში: ვლადიკავკაზის "ალანიაში".
"უფას" კარში იდგა 27 წლის მეკარე გიორგი შელია, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.
დანიის სუპერლიგაში დავით სხირტლაძის "სილკებორგმა" სტუმრად 0:3 წააგო "მიდტიულანდთან". ქართველმა შემტევმა შეუცვლელად ითამაშა და გოლის გატანა შეეძლო ჯერ კიდევ 0:0-ზე, თუმცა მოახერხა მომენტის გამოყენებავერმოახერხა.







