ბელგიური "გენკი" ცდილობს, რაც შეიძლება მალე გაყიდოს სამი ფეხბურთელი, რომლებიც მწვრთნელ პეტერ მასის მოწონებას ვერ იმსახურებენ. მათ შორისაა თორნიკე ოქრიაშვილიც.
ინტერესი არის თურქეთიდანაც და სატრანსფერო თანხაა პრობლემა. "გენკი" გარკვეულ თანხას ითხოვს ქართველის სანაცვლოდ.
თორნიკე ოქრიაშვილი, ჯაბა კანკავა - ეროვნული ნაკრების ეს ორი წამყვანი ფეხბურთელი ჯერ უგუნდოდაა. ეს კი არც ნაკრებს წაადგება, 5 სექტემბერს უკვე შესარჩევი ციკლის თამაშია ავსტრიასთან.