40 წლის ირლანდიელმა მეკარე შეი გივენმა ("სტოკი") სანაკრებო კარიერა დაასრულა. გივენს 134 მატჩი აქვს ჩატარებული ეროვნულ გუნდში და საქართველოს წინააღმდეგაც არაერთხელ უთამაშია.
ბოლოსაც, როცა დუბლინში 0:1 წააგო კახა ცხადაძის გუნდმა, ირლანდიელთა კარს გივენი იცავდა. როგორც იცით, ირლანდია და საქართველო 2018 წლის მუნდიალის შესარჩევში კვლავ ერთ ჯგუფში მოხვდნენ.







