ფეხბურთი

19:30 | 31.07.2016 | ნანახია NaN - ჯერ

ბენზემამ შესაძლოა უეფას სუპერთასი გამოტოვოს

კარიშტიანუ რონალდუს შემდეგ, მადრიდის "რეალს" უეფას 2016 წლის სუპერთასის მატჩში შესაძლოა ქარიმ ბენზემა დააკლდეს. როგორც ესპანური AS-ი იუწყება, ფეხბურთელს ფეხის ტრავმა აწუხებს და ჯერჯერობით უცნობია რამდენი ხნით მოუწევს მკურნალობა.

"სევილიას" და "სამეფო კლუბის" დაპირისპირება ნორვეგიაში 9 აგვისტოს გაიმართება. გასულ წელს, თბილისში "დინამო არენაზე" "სევილია" "ბარსელონასთან" დამატებითი დროის ჩათვლით 4:5 დამარცხდა. 2014 წელს კი "ბლანკოსმა" უნაი ემერის გუნდს 2:0 სძლია.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:30 | 27.03.2020
KoRBeN DaLLaS (24838)

საფეხბურთო ჟონგლიორობასა და ოსტატობას შორის დიდი სხვაობაა.

0.069775