მადრიდის "რეალი" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ კლუბში დაბრუნებული ალვარო მორატა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში სხვაგან არ წავა.
ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელისადმი ინტერეს რამდენიმე ევროპული გრანდი იჩენს და თუ ფრაგ სპეციალისტს დავუჯერებთ, კლუბებმა მორატას გადაბირებაზე აღარ უნდა იმუშაონ.
"ალვაროს დაბრუნებით მოხარულები ვართ. იგი მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა და ჩვენი ფეხბურთელი იქნება." - ციტირებს Sky Sports-ი ზიდანის სიტყვებს.
მორატა ტურინის "იუვენტუსში" ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა და შედეგიანი თამაშის გამო "რეალმა" ფეხბურთელი 30 მილიონ ევროს სანაცვლოდ გამოისყიდა.