ფეხბურთი

16:10 | 31.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" რაჰმანი "შალკეში გაანათხოვრა

განის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ჩელსის" მცველი აბდულ ბაბა რაჰმანი მომდევნო ერთ სეზონს იჯარის წესით "შალკეში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია Sky Sports-ს სანდო წყარომ დაუდასტურა.

რაჰმანი ერთწლიანი შესვენების შემდეგ კვლავ ბუნდესლიგას დაუბრუნდება. გასული სეზონის დაწყებამდე ფეხბურთელი "ჩელსიმ" "აუგსბურგისგან" 20 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეიძინა. "არისტოკრატების" რიგებში აბდულმა 24 მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.110654