ჭიდაობა

15:40 | 31.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჭიდაობის ოლიმპიური ნაკრების წევრებს 1000-1000 დოლარი გადაეცათ

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ახალმა ვიცე-პრეზიდენტმა ხვიჩა მაქაცარიამ ოლიმპიადაზე მიმავალ 11-ვე მოჭიდავეს 1000-1000 დოლარი გადასცა.

მაქაცარია დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე ნაკრებს მოულოდნელად ეწვია, დაესწრო ვარჯიშს, გაესაუბრა მწვრთნელებს.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მანუჩარ კვირკველიას განცხადებით, გადაწყვეტილება, რომ ეს თანხა სპორტსმენებისთვის გადაეცათ, ფედერაციამ მიიღო.

“იმედი მაქვს, მაქაცარიას ეს ჟესტი მოტივაცია იქნება სხვა ბიზნესმენებისთვის, - განაცხადა მან.

ხვიჩა მაქაცარიამ ოლიმპიურ ნაკრებთან შეხვედრის დროს ასევე საკუთარ თავზე აიღო ერთ-ერთი მწვრთნელის რიოში გამგზავრება და ყველა ოლიმპიელს წარმატება უსურვა.

www.wrestling.ge

0.114171