წარსულში ჩოგბურთელი, ახლა კი პოლონელი მოდელი ეველინა ოლზაკი პოლონეთის სპორტული ცხოვრების შემადგენელ ნაწილად ითვლება და მისი ქვეყნის ოლიმპიურ ნაკრებს სხვა ნებისმიერი პოლონელი მოქალაქის მსგავსად დიდი ენთუზიაზმითა და გულ-ჯიგრით ქომაგობს.
თუმცა, ეველინასა და სხვა რიგით ქომაგებს შორის ის განსხვავებაა, რომ ეს მკერდმოთახთახე ქალბატონი პოლონელ სპორტულ ჩინოსნებთან დაახლოებულია და არამხოლოდ ოლიმპიადაზე, სხვა სპორტულ ღონისძიებებზეც გასახდელიდან დაწყებული, სპორტსმენების საძინებლით დამთავრებული – გადაადგილების სრული თავისფლება გააჩნია.
პოლონეთში იმასაც იძახიან, ეველინა პოლონური სპორტის ერთ-ერთ დიდრონ მაღალჩინოსანს ყვარობს და ასეთი დიდი პრივილეგიებიც სწორედ სატრფომ მიანიჭაო. მაგრამ, ასეც რომ იყოს, განა პატარა საქმეა, როდესაც ასეთი ქალი გამხნევებს და გამხნევებს...