უკრაინის პრემიერლიგაში ჯაბა ლიპარტიას "ზორიამ" "ზირკასთან" სტუმრად 1:1 დაასრულა მატჩი. ლიპარტიას 65-ე წუთზე შევიდა მინდორზე და მალევე, საგოლე პასი გააკეთა. მეტიც, გოლში მისი წვლილი უფრო დიდი იყო იყო.
შეგახსენებთ, "ზორია" ევროპის ლიგაზეა და პირდაპირ ჯგუფური ეტაპიდან დაიწყებს.
"ჩერნომორეცმა" "შახტართან" 1:4 წააგო. დამარცხებულთა შორის 90 წუთი ითამაშა დავით ხოჭოლავამ.
პოლონეთის ექსტრაკლასაში დებიუტი ჰქონდა გიორგი მერებაშვილს. მან პლოცკის "ვისლაში" ითამაშა ვარშავის "ლეგიას" წინააღმდეგ - 2:3 წააგო მერებაშვილის გუნდმა. ქართველმა მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა.
უნგრეთის ჩემპიონატის მესამე ტურში ბუბა დაუშვილის "დიოშდიორმა" სტუმრად 1:6 წააგო ჩემპიონ "ფერენცვაროშთან". დაუშვილმა სრულად ითამაშა. "დიოშდიორმა" წინა ორი ტურში ორივეჯერ მოიგო.