ჯანლუიჯი ბუფონის მაისური მუზეუმში შეიტანეს. საქმე ისაა, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ლეგენდარულ კიპერი ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული 150 თამაშის გამო დააფასა და მის მაისურს, რომელსაც თან ჯიჯის ავტოგრაფიც ახლავს, კოვერჩანოს საფეხბურთო მუზეუმში დაუდო ბინა.
აღნიშნულ მუზეუმში ის მაისური მოხვდა, რომელიც ბუფონს იმ მატჩში ეცვა, როდესაც “სკუადრა აძურას” ღირსება 150-ედ დაიცვა.
ჯანლუიჯი ბუფონს იტალიის ნაკრებში დებიუტი 1997 წელს, მოსკოვში რუსეთის წინააღმდეგ ჰქონდა, როცა ტრავმირებული ჯანლუკა პალიუკა შეცვალა. მას შემდგომ ბუფონი ნაკრებშია და ამ დროისთვის 161 სანაკრებო თამაში აქვს მითვლილი.