ფეხბურთი

0:14 | 31.07.2016 | ნანახია 410 - ჯერ

ემერიმ ხესესადმი ინტერესი დაადასტურა

"პარი სენ ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ მადრიდის "რეალის" შემტევის ხესე როდრიგესისადმი ინტერესი დაადასტურა. ესპანელი სპეციალისტის თქმით, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კიდევ შეიძლება ფეხბურთელის დამატება.

"აქტიურობა ამ ზაფხულს კიდევ შეიძლება. მე და კლუბი ხესეს კარგად ვიცნობთ, იგი კარგი ფეხბურთელია." - განაცხადა პრესკონფერენციაზე ემერიმ.

ხესე "რეალის" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელია და მთავარ გუნდში 2013 წელს დააწინაურეს. მას შემდეგ როდრიგესმა 92 შეხვედრა ჩაატარა და გულშემატკივრები 18-ჯერ გაახარა. ესპანელის სატრანსფერო ღირებულება 14 მილიონი ევროა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:25 | 11.06.2017
mota (28)

ბრავო უესლი...

20:02 | 10.06.2017
ogafa (10230)

ყოჩაღ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.075093
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
410