ფეხბურთი

19:32 | 30.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

სამპაოლიმ არგენტინის გაწვრთნა იუარა

"სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ არგენტინის ეროვნული ნაკრების გაწვრთნა იუარა. აღნიშნული ინფორმაცია სამხრეთამერიკელმა სპეციალისტმა დაადასტურა.

"არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა დამირეკა, თუმცა ჩემი მხრიდან "სევილიას" დატოვება უპასუხისმგებლობა იქნებოდა." - ციტირებს არგენტინელის სიტყვებს შკყ შპორტს-ი.

ჩილეს ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავკაცმა ანდალუსიური გუნდი მიმდინარე ქლის ივნისში ჩაიბარა. 56 წლის სპეციალისტმა უნაი ემერი შეცვალა.

0.106155