სხვა

0:26 | 30.07.2016 | ნანახია 5352 - ჯერ

ანასტასია გოტფრიდი ოლიმპიადის მონაწილეა!

საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს რიოში კიდევ ერთი წევრი ეყოლება. ოლიმპიური ლიცენზია მიიღო ძალოსანმა ანასტასია გოტფრიდმა, რომელიც საქართველოს სახელით 2015 წლიდან გამოდის და უკვე მოასწრო წარმატების მოპოვება.

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, რუსეთის ნაკრები სრული შემადგენლობით მოიხსნა რიოს ოლიმპიური თამაშებიდან და დარჩენილი ლიცენზიები გადანაწილდა 8 ქვეყანაზე. ამ სიაში მოხვდა საქართველოც და ოფიციალურად, ანასტასია გოტფრიდი რიოს ოლიმპიადის მონაწილე გახდა.

ანასტასია გოტფრიდმა საქართველოს სახელით უკვე მოასწრო ვერცხლის მედლის მოგება ევროპის ბოლო ჩემპიონატზე და წელს, თბილისში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე იუნიორთა შორის ოქროს მედალი მოიპოვა. გოტფრიდი +75 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდის.

კახი კახიაშვილი (საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი): „მოულოდნელი და სასიამოვნო ამბავი გავიგეთ. ანასტასია გოტფრიდი მონდომებული, მიზანდასახული სპორტსმენია, რომელსაც ბოლო პერიოდში აქვს წინსვლა და მან რიოში გამოსვლა დაიმსახურა. ჩვენთვის საპატიოა, რომ ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ძალოსანი წარადგენს. მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს ნაკრებს“.

ამგვარად, 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას 40 ქართველი სპორტსმენი მიღებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

02:27 | 02.08.2016
mushni (93569)

ეს მედალს აიღებთ

20:00 | 30.07.2016
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

ძალიან კარგი.

17:21 | 30.07.2016
Kala94 (6114)

კი ვთქვი 40 ის იმედი მაქვს მეთქი ძალიანაც კარგი ამბავია ! ვულოცავ ნასტასიას და წარმატებებს ვუსურვებ !

17:22 | 30.07.2016
Kala94 (6114)

*ანასტასიას..

12:52 | 30.07.2016
boloka (591)

ნაციონალების დროს დაიცკო ოკროს მედლები ოლიმპიადაზე -- არ ვპოლიტიკოსობ უბრალოდ ნათკვამს ჩკუა დააკოლეთ გავარტკი თკვენ რუსეთუმე ბიდზოს

11:49 | 30.07.2016
padoini96 (396)

ვინც ერკვევით ქალთა ძალოსნობაში, თუ აქვს შანსი მედლის მოპოვების?

02:27 | 02.08.2016
mushni (93569)

კი

09:07 | 30.07.2016
sandrinio10 (1411)

ერთი კაცი კიდე გვინდა და 41 იქნება . აბა ნაციონალების დროს სულ 5 სპორცმენით გამოვდიოდით

01:36 | 30.07.2016
besik (497)

ანასტასია ნამდვილად იმსახურებდა ოლიმპიადაზე გამოსვლას!

02:27 | 02.08.2016
mushni (93569)

მედლით გამოვა

0.130439