ფეხბურთი

21:54 | 29.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" ადრიანო "ბეშიქთაშში" გაუშვა

კატალონიის "ბარსელონას" აწ უკვე ყოფილი მცველი ადრიანო კარიერას "ბეშიქთაშში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური და თურქული კლუბების ოფიციალურმა ვებგვერდებმა დაადასტურეს. სამხრეთამერიკელმა ფეხბურთელმა ახალ გუნდთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ბრაზილიელის სანაცვლოდ "ბლაუგრანამ" 600 000 ევრო მიიღო და თუ ადრიანოს თამაშის პერიოდში "ბეშიქთაში" ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს, ესპანელები დამატებით 1.7 მილიონ ევროს მიიღებენ. ადრიანომ "ბარსასთან" მიმდინარე წელს ახალი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, კლუბს ფეხბურთელის უფასოდ გაშვება არ სურდა.

ფეხბურთელი კატალონიელებს 6 სეზონის წინ შეუერთდა და ამ ხნის განმავლობაში 189 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა. ამავდროულად ბრაზილიელმა გუნდთან ერთად 16 ტიტული მოიგო.

0.12935