ჩოგბურთი

20:29 | 29.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ჩელენჯერს (საპრიზო ფონდი 42 500 ევრო) მეოთხედფინალში გამოეთიშა.

მე-3 ნომრად განთესილი ბასილაშვილი 19 წლის ჩეხ ზდენეკ კოლარს გაეჯიბრა და მსოფლიოს 288-ე ჩოგანთან 3:6, 6:2, 6:7 (7:9) დამარცხდა. ნიკოლოზმა პრაღაში მხოლოდ 17 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

0.127585