ფეხბურთი

17:57 | 29.07.2016 | ნანახია 8568 - ჯერ

ყველა ბედნიერია: პოგბაც, “იუვეც”, “მანჩესტერიც” და რაც მთავარია, რაიოლა!..

როგორ ჩანს ყველაფერი დასრულდა – პოლ პოგბა დღეს “მანჩესტერ იუნატედის” ფეხბურთელი გახდება. როგორც ფრანგული გამოცემა “ეკიპი” იუწყება, “წითელმა ეშმაკებმა” ტურინის “იუვენტუსთან” და პოგბასთან ყველანაირ შეთანხმებას მიაღწიეს – 23 წლის ფრანგი ამაღამ ლოს ანჯელესში ჩავა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის, მერე კი კონტრაქტს გააფორმებს.

“იუვე” ფრანგ ფეხბურთელში 110 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო თავად ფეხბურთელის გასამრჯელო წელიწადში 12 მილიონზე მეტი იქნება. რაც შეეხება პოგბას გაუმაძღარ აგენტ მინო რაიოლას, მას “იუნაიტედი” ცალკე 24 მილიონს გადაურიცხავს.

მოკლედ, 2016 წლის მთავარ სატრანფერო მოვლენას ბოლო მოეღო – პოგბა “ოლდ ტრაფორდზე” ბრუნდებდა, ხოლო ეს სიამოვნება ინგლისურ გრანდს ერთობ ძვირი დაუჯდა.

პოგბა “იუვენტუსში” სწორედ “მანჩესტერიდან” 2012 წლის ზაფხულში უფასოდ ჩაირიცხა და ტურინულ გრანდში თავი დიდებულად წარმოაჩინა. მის ანგარიშზე ტურინში 4 სკუდეტო, 3 იტალიის სუპერთასი, 2 იტალიის თასი და ერთი ჩემპიონთა ლიგის ვერცხლის მედალია – 178 თამაშში კი, 34 გოლი გაიტანა და 33 საგოლე გადაცემა შეასრულა.


კომენტარები (19)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:36 | 30.07.2016
grinchi (3221)

კი ვიდზახდი ფეირპლეის გამო რომ არ დააჯარიმონ იუვენტუსი, აუცილებლად ვინმე უნდა გაეყიდა მაღალ თანხიანი.

22:22 | 29.07.2016
Madrileño (26972)

რეალს რამდენი დაე*ვა ბეილი რო იყიდეს 100 მილიონად. (იმის მერე 3 სეზონში 2 ლიგა დადეს) ... მარა აი მანჩესტერზე 1 ნეგატიური კომენტარიც არ წამიკითხავს ჯერ არ არიან ეგენი ფეხბურთის მტრები?

22:18 | 29.07.2016
imsn (516)

ამის ფასი ხო გადაჭარბებულია მაგრამ პერესი სად არის ამ დროს ალბად ძინავს ღრმა ძილით თან ორი წელი ტრანსფერები ეკრძალება რეალს

21:35 | 29.07.2016
TERRY 26 LAMPARD 8 (3422)

კანტელელე უკვე შეუერთდა ჩელსის ტიპი რა გახარებულია საღოლ შენი იმედიმაქვს.

21:22 | 29.07.2016
TERRY 26 LAMPARD 8 (3422)

ლამპარდის მერე მოდელ ოსკარს უნდა ეცვას 8 ნომრიანი მაისური.

21:19 | 29.07.2016
TERRY 26 LAMPARD 8 (3422)

ეჰ ლამპარდისნაირი იგროკი მომცა ჩელსიში ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება.

21:15 | 29.07.2016
TERRY 26 LAMPARD 8 (3422)

ჩემიაზრით ჭამის მაგივრად ფეხბურთელებს ამ უაზრო ვარცხნილობებს უნდა უკრძალავდნენ კაცობა ხომუნდა ეტყობოდეს ფეხბურთელს,ზოგი უკნიდან ისეგავს მაგარ ნაშას შეიძლება აედევნო მერე რაც შერჩება კაცს ხელსი ყველა ნახავს.

21:08 | 29.07.2016
TERRY 26 LAMPARD 8 (3422)

მადრიდისტა (16679) შენ ეგათქვი ერთი ფეხის მიკარება და ტიპები 1 თვიან შვებულებას იწყობენ.

21:09 | 29.07.2016
მადრიდისტა (17021)

დასვენების და გულავის საშვალებაა უკვე პატარა შეხებაც კი

21:11 | 29.07.2016
TERRY 26 LAMPARD 8 (3422)

აბა ტრაორემ ერთი მიარტყა თავი ვიღაც ლივერპულელს და ტიპს წარმომავლობა აღარახსოვს.

21:13 | 29.07.2016
მადრიდისტა (17021)

ადრე ფეხბურთს კაცები ტამაშობდენ ახლა კი ქალაჩუნები..მოედანზე და მოდნის მიღმაც გიჯები იყვნენ ავტორიტეტები..სადღა არის ეფენბერგის ზიდანსი მალდინის ლამაპრიდს რივალოდს დელ პიეროს დონის ავტორიტეტები

21:05 | 29.07.2016
TERRY 26 LAMPARD 8 (3422)

როდის დაიწყება ეპლი ერთისულიმაქვს.

20:57 | 29.07.2016
linkin-park (3179)

ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა იუვეს მხრიდან... მხოლოდ ტრანსფერით პოგბმამ 110 მილიონი მოუტანა და ისე კიდე მაისურებით და სხვა რამეებით კიდე მეტი... მარა აი იგუაინის ყიდვა ასეთ ფასში მხოლოდ ერთი კარგად ჩატარებული სეზონის გამო არაა სწორი...

20:47 | 29.07.2016
TERRY 26 LAMPARD 8 (3422)

იმ ფეხბურთის დშვც იგუაინი 90 ლიმონი და პოგბა რომ 134 ლიმონი ეღირება, მესმის რომ შეუძლიათ მაგხელა თანხების გადახდა მაგრამ არანაირად არარის სწორი,ჩემიაზრით მაქსიმუმ 2 წელში საჭირო გახდება სატრანსფერო ლიმიტის დაწესება.

20:54 | 29.07.2016
მადრიდისტა (17021)

მოკვდა ნამდვილი ფეხბურტი როცა სისხლითადა ოფლით მოდიოდა წარმატება და ჯილდოები ახლა ყველაფერს ფული წყვეტს...ძალიან დაეცა ფეხბურთის დონე აღარ არსებობენ ნამდვილი ფეხბურთელები და ვარსკვლავები...200-2005 წლებსჰი ახლანდელი ვარსკვლავები საშვალო დონის ფეხბურთელები იქნებოდნენ.

01:55 | 30.07.2016
CHICHARITO-14 (510)

ახლა მოკვდა????? ეს ბეილი ნინძა რაიკენდი რო 100 ლიმონად იყიდეს მაშინ განვითარდა ფეხბურთი??????/

21:01 | 29.07.2016
TERRY 26 LAMPARD 8 (3422)

ეგრეა, ჯერ რა ვაჟკაცები იყვნენ,ახლა კი ცელით უნდა შევარდე მინდორზე და ის 222222222222222 მეტრიანი თმები უნდა გადააჭრა ძირზე აღარაფერს ვამბობ თმის საცხებზე და პედიკიურზე.

21:06 | 29.07.2016
მადრიდისტა (17021)

მაგ ყველაფერს თავი დავანებოთ ახლა ყველაფერზე მოედანზე გორაოებენ ყველა ხერხით აგდებენ თამაშის ტემპს და თამაშს ქალების ფეხბურთში არ ხდება ამდენი გაჩერება და სიმულიანტობა რამდენიც კაცებში

20:16 | 29.07.2016
საბარსა (2123)

მანჩესტერი რა *ლეა და ამის ეგენტი იმენა მაფიოზია

19:57 | 29.07.2016
TERRY 26 LAMPARD 8 (3422)

ამას თუ კანტე არჯობდეს რა, დაიწყება სეზონი და ნახავთ ყველაფერს.

20:04 | 29.07.2016
მადრიდისტა (17021)

კანტე მინდოდა მეც რეალში და არა ეს ხლეი

20:08 | 29.07.2016
TERRY 26 LAMPARD 8 (3422)

ტიპი იმენა პატარა მაკელელეა.

19:19 | 29.07.2016
მადრიდისტა (17021)

როგორც იქნა იყიდა მანუმ და რეალში აღარ მოათრევენ ამ ზანგ ხლეს...
რაც შეეხება გადახდილ თანხას იმის ნახევარიც არ ღირს რასაც მანუ იხდის, ჯერ არაფერი დაუმტკიცებია ევროპა ჩააგდო და მიუხედავად ამისა მაინც ასე ძვირად გაყიდეს...აი რას ნიშნავს კარგი პაირი და კარგი მენეჯერი.

01:54 | 30.07.2016
CHICHARITO-14 (510)

თორე არ ოცნებობდდი ამის გადასვლაზე მადრიდში და რო გადასულიყო ნამდვილად ეღირებოდა ახლა რახან მასნიუშია აღარ ღირს ხო!!!!!!

18:45 | 29.07.2016
(36)

ძვირია თუმცა სერიოზულად გაძლიერდა მანიუ წელს მთავარი ფავორიტია პრემიერლიგის

18:27 | 29.07.2016
Tengoo. (123)

110 მილიონი +24 მინოს :დდდდდდ შეუსრულეს მანიუს :დდდდდ ამაში 60-ზე მეტი არ უნდა გადაიხადო დღევანდელი ფასებითაც კი :დდდდ

18:20 | 29.07.2016
salazar (1835)

ვინც რაც უნდა ის თქვას, ამ თანხას ერთ წელში ამოიღებენ. როცა ერთ წელში 110 მილიონს ამოიღებ და 110 მილიონად პოგბას ყიდულობ სავარაუდოდ 5 წლის, რომელიც 23 წლის არის - ძალიან კარგი ტრანსფერია.
საერთო სიტუაციას მაგრად არევს ბაზარზე, მაგრამ საერთო ფასი სუ ფეხზე კიდია მანჩესტერსაც და მოუსაც.

18:19 | 29.07.2016
KoRBeN DaLLaS (24848)

ეპატიება სერ ალექსს ეს ერთი იაღლიში პოგბასთან дაკავშირებით. მისი მენეჯერობის дროს იუნაიტეдი ყველაზე შემოსავლიანი კლუბი იყო მსოფლიოში. ეგ 134 მილიონი რა მოსატანია იმ მილიარдებთან ?
როგორც ვივარაუдეთ იგუაინის მსუყე ტრანსფერის შემдეგ, იუვე ფინანსურ дეფიციტს აუცილებლაд აღიдგენдა DDDDDDD მაროტა ტიპიური ევროპელი საქმოსანია дა არა ჩალმიანი შეიხ მოჰჰამეд ბოლკიაჰ იბნ ალ მაკტუმ მუბარაკი, რომელიც მოджმის შემдეგ უკანალსაც ნავთობით იბანს DDDDD
არ გამიკვირдება აგვისტოს ბოლომдე ბონუჩიც ზესარფიანაд მიაყიдოს, მაგრამ სავარაუдოд იტოვებს მაინცო...
ესეც იუვეს შავბნელი საქმეები... ერთ კონკურენტს (რომას) ძალიან კარგი ნახევარმცველი აართვა, მეორე კონკურენტს (ნაპოლის) კი ვაბშე მთავარი იგროკი. თავისი გასაყიдი კი ქვეყნის გარეთ გაყიдა, თან ზღაპრულ ფასში.
მოკლეд სკუдეტოს ინტრიგა წელსაც ფაააფუუუუუ...DDD

18:37 | 29.07.2016
gio yvinchila (413)

იუვე იტალიურ ბაიერნად ჩამოყალიბდა უკვე კაი ხანია

18:10 | 29.07.2016
arturi-baierni (24493)

ვინც არ უნდა იყოს როცა ამხელა თანხას გიხდიან მისი გაყიდვა სწორად მიმაჩნია მით უმეტეს პოგბაში რომლსაც ჯერ იმის ნახევარიც არ უჩვენებია რაც მანიუმ მასში გაიღო.....მასში აღებული თანხა კი იუვეს ბევრად გააძლიერებს ვიდრე აქამდე იყო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061415