ფეხბურთი

14:05 | 29.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

"რაპიდი" ქვილითაიას შეუთანხმდა

თბილისის “დინამოსა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია ვენის “რაპიდში” გადადის. აღნიშნული ინფორმაცია ავსტრიული გუნდის სპორტულმა დირექტორმა ანდრეას მიოლერმაც დაადასტურა.

“ჩვენ მივღწიეთ უშუალოდ ფეხბურთელთან შეთანხმებას”, - უთხრა გამოცემა Kronen-zeitung-ს მიოლერმა.

ჯერჯერობით უცნობია თუ რა თანხის სანაცვლოდ გადავა ქართველი ფორვარდი ავსტრიის ყველაზე სახელოვან გუნდში, მაგრამ ავსტრული მედია საშუალებები იმასაც წერენ, რომ “დინამოსთან” შეთანხმება “რაპიდს” ჯერ კიდევ არ მიუღწევია.

“რაპიდი” ევროპა ლიგის საკვალიფკაციო ეტაპზე თამაშობს და გუშინ ჟოდინოს “ტორპედოს” გასვლაზე დაუზავდა (0:0). თუ ტრანსფერი შედგა, გიორგი “რაპიდს” ევროასპარეზზე მხოლოდ ჯგუფური ეტაპიდან თუ დაეხმარება, რადგან საკვალიფიკაციო ტურნირზე “დინამოს” რიგებში უკვე ნათამაშები აქვს.

გასულ სეზონში მან საქართველოს უმაღლეს ლიგაში 29 მატჩში 24 გოლის გატანა შეძლო. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი დღემდე სამი თამაში აქვს ჩატარებული.

0.113309