“გალიანი, მილანს ეზიზღებით”, “პატივი ეცით თქვენს ტიფოზებს”, “ვინ არიან ეს ჩინელები?”, "გალიანი, შენ ხარ "მილანის" გამნადგურებელი", “დაყოვნებლივ გვსურს ნათელი მომავალი”, “ჩვენ გვინდა პრეზიდენტი”, - ასეთი შეძახილები ისმოდა სილვიო ბერლუსკონის სახლთან.
საქმე ისაა, რომ იტალიური “მილანის” გულშემატკივრებს კლუბის ხელმძღვნელობის უნიათო ქმედებები ყელში ამოუვიდათ და საპროტესტო აქცია გამართეს. 200-მდე ტიფოზი საყვარელი გუნდის ნათელ მომავალს რომ მოითხოვენ, რა გასაკვირია – “მილანი” ბოლო პერიოდში შავ დღეშია და მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა უკვე ორი თვეა გახსნილია, მაგრამ “როსონერის” ჯერ ერთი ახალი ფეხბურთელიც კი არ დაუმატებია...