ფეხბურთი

12:52 | 29.07.2016 | ნანახია 1573 - ჯერ

ეტოო "ბეშიქთაშში" ითამაშებს

ვეტერანი კამერუნელი ფორვარდი სამეულ ეტოო, რომელიც ამჟამად თურქულ “ანტალიასფორში” ირჯება, ნავსაყუდელს იცვლის, თუმცა თურქეთში რჩება. როგორც ინტერნეტპორტალი Goal.com-ი იუწყება, 35 წლის შემტევი კარიერას ქვეყნის ჩემპიონ “ბეშიქთაშში” გააგრძელებს.

წყაროს ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და უახლოეს დღეებში აფრიკელი თავდამსხმელი ბედს სტამბოლურ გუნდს ოფიციალურად დაუკავშირებს. თანხა, რომელსაც “ბეშიქთაში” მის სანაცვლოდ გაიღებს, ამ დროისთვის არ სახელდება.

ეტოო “ანტასლიასფორში” გასულ ზაფხულს ჩაირიცხა და თურქეთის სუპერლიგაში ჩატარებულ 31 თამაშში 20 გოლის გატანაც მოახერხა. ახლა, სამუელს გარჯა ჩემპიონთა ლიგაზე მოუწევს და საინტერესოა რამდენად იმყოფება სათანადო ფორმაში ერთ დროს მრისხანე ფორვარდი.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:06 | 29.07.2016
rigeli (1147)

ა ბოჯო კაცი ნახევარი მსოფლიო შემოიარა, ყველგან კაი ფულს ღუნავს და სულ იკრიჭება ტავისი ტეტრი კბილებიტ

14:04 | 29.07.2016
forza lazio bamos real (147)

ჯანდაბამდე გზა ჰქონია ამ ნაბოსცარს

0.130538