თელავში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირი ქართველ ჩოგბურთელთა გარეშე გაგრძელდება. გიორგი ცივაძე მერვედფინალში მე-4 ნომრად განთესილ რუს ვიქტორ ბალუდასთან 2:6, 6:4, 4:6 დამარცხდა, შოთა მეფარიძემ კი პირველ წრეში ასევე რუს ალექსეი ბარიშევთან 4:6, 2:6 წააგო.
წყვილთა შეჯიბრის მეოთხედფინალში ვაჟა შუბლაძე და სომეხი მიკაელ ავეტისიანი პირველი განთესვის მქონე უნგრულ-ლიტვურ დუეტს (ბორსოსი-მუგევიჩიუსი) ვერ გაუმკლავდნენ – 3:6, 2:6.