18 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) გამოეთიშა.
ბოლქვაძე ერთეულთა შეჯიბრში პირველივე შეხვედრაში დამარცხდა, წყვილებში კი მეოთხედფინალში წააგო. მარიამი და ბელარუსი სადამფონჯ ტოლიბოვა მე-2 ნომრად განთესილ რუსულ დუეტს (მონოვა-სიზიკოვა) ვერ გაუმკლავდნენ – 4:6, 4:6.