კალათბურთი

12:57 | 28.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

თურქეთმა ისრაელთან ქართველებისთვის ხელსაყრელი შედეგი დააფიქსირა

თბილისის 16-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირზე გუშინ ერთი მატჩი გაიმართა, რომელშიც საქართველოს ნაკრებისთვის ხელსაყრელი ანგარიში დაფიქსირდა.

26 ივლისს ქართველებისგან ძლეულმა თურქეთმა ყველასთვის მოულოდნელად ისრაელი დაამარცხა, რითაც ბუბა ბერიშვილის, მიხეილ ბერუაშვილისა და თემურ კანკიას გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებს ტურნირის მოგების კარგი შანსი უბოძა.

დღეს, 28 ივლისს, ქართველები ისრაელს დაუირისპირდებიან და 7-ქულიანი მარცის შემთხვევაშიც კი ჩემპიონები გახდებიან.

საქართველომ თურქეთს 9 ქულით – 77:68 მოუგო, ხოლო თურქეთმა ისრაელს 7 ქულით – 82:75 სძლია. შესაბამისად, თურქებმა ტურნირის თამაშები დაასრულეს და მათი შედეგია 3 ქულა და ბურთების შეფარდება -2.

საქართველოს 1 მოგება და ბურთების +9 შეფარდება აქვს, ერთი წაგების მქონე ისრაელს კი -7. არითმეტიკა გვეუბნება, რომ თუკი საქართველომ ტურნირის ბოლო მატჩში 7 ქულაზე მეტით არ წააგო, ჩემპიონი გახდება.

7 ქულით არწაგებაც კი რთული მისაღწევი ჩანს ებრაელებთან. საქმე ის გახლავთ, რომ ტურნირის დაწყებამდე 1 დღით ადრე, 25 ივლისს, საქართველო და ისრაელი ამხანაგურ მატჩში შეხვდნენ და ებრაელებმა 47 ქულის სხვაობით იმარჯვეს.

მეორე დღეს ქართველებმა თურქეთს სძლიეს და სწორედ ამიტომ შევაფასეთ მოულოდნელად გუშინდელი შედეგი: თურქეთი – ისრაელი 82:75.

ასეა თუ ისე, საქართველოს ნაკრები დღეს გამარჯვებისთვის იბრძოლებს დ თუკი ეს ვერ მოახერხა, მარაგში 7 ქულა აქვს. შეხვედრა თბილისის სპორტის ახალ სასახლეში 18:00 საათზე დაიწყება.

თბილისის საერთაშორისო ტურნირი U16. 27ივლისი

თურქეთი – ისრაელი 82:75 (16:21, 18:24, 21:11, 27:19)

www.gbf.ge

0.11553