ფეხბურთი

13:08 | 28.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

კლოპმა საკოს დასჯის მიზეზი დაასახელა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მამადუ საკო დაისაჯა და აშშ-ში გაშლილი გუნდის საწვრთნელი შეკრება დატოვა.

„გუნდი უნდა ავაწყო და ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დავიწყო. სწორედ ამიტომ ვიფიქრე, რომ სჯობდა საკო ლივერპულში გამეშვა და მას 8-10 დღის შემდეგ გავსაუბრებოდი, როდესაც შინ დავბრუნდებით. განსაკუთრებული და სერიოზული არაფერი მომხდარა - მან თითქმის დააგვიანა თვითმფრინავზე, არ მოვიდა ვარჯიშზე და დააგვიანა ვახშამზე. ჩვენ გვაქვს წესები, რომლის დაცვაც სავალდებულოა და თუ ვინმე მას არ იცავს, ვალდებული ვარ რეაგირება მოვახდინო.

როგორი იყო თავად საკოს რეაქცია? ეს დახურული ინფორმაციაა, თუმცა ჩვენ არ გვიჩხუბია. როგორ შეიძლება გვეჩხუბა, როდესაც მხოლოდ მე ვსაუბრობდი? ვარჯიშის გაცდენა ძალიან ცუდი საქციელია. ტრავმირებული ფეხბურთელიც კი, ვალდებულა მას დაესწროს“ - ამბობს კლოპი.

შეგახსენებთ, ვარჯიშის გაცდენის გამო, გერმანელმა სპეციალისტმა ტრავმირებული საკო, რომელსაც სეზონის სტარტიც გაუცდება, ამერიკული შეკრებიდან დაითხოვა და ლივერპულში გაამგზავრა.

0.120137