ფეხბურთი

12:31 | 28.07.2016 | ნანახია NaN - ჯერ

„ვალენსიას“ მუსტაფიში 25 მილიონს უხდიან

ლონდონის „არსენალი“ „ვალენსიას“ გერმანელი მცველის, შკოდრან მუსტაფის შეძენას გეგმავს.

Cadena COPE-ს ცნობით, 24 წლის ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არც ესპანელები არიან, ოღონდ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს მიიღებს.

„მეთოფეები“ გერმანელში ტრავმირებული პერ მერტესაკერის შემცვლელს ხედავენ. შკოდრანი ინგლისურ „ევერტონში“ 2009-2012 წლებში ირიცხებოდა, თუმცა პირველი გუნდის შემადგენლობაში არ უთამაშია. შემდეგი სამი სეზონი მან იტალიურ „სამპდორიაში“ გაატარა, ხოლო 2014 წლიდან „ვალენსიას“ ფეხბურთელია. პრიმერა დივიზიონის გასულ სეზონში ჩატარებულ 30 მატჩში, მუსტაფამ ორი გოლი გაიტანა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

02:26 | 09.12.2014
man united20 (1478)

ეკუთვნოდა ნაღდათ როდრიგეს ეს წოდება.

14:38 | 08.12.2014
Sergio Ramos-CR7 (12995)

ხამესიშეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე

0.064592