ფეხბურთი

23:32 | 27.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფრე “ანტალიასპორთან”

თურქულ შეკრებაზე მყოფმა ქუთაისის “ტორპედომ” მე-3 ამხანაგური მატჩი გამართა, მეტოქე კი თურქული სუპერლიგის ბინადარი “ანტალიასპორი” გახლდათ, რომლის კაპიტანი და ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი სახელოვანი სამუელ ეტო’ოა.

კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი გამარჯვებასთან ახლოს იყო, რადგანაც 41-ე წუთზე გუგა ფალავანდიშვილის მიერ გატანილი გოლის წყალობით იგებდა, თუმცა, უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. 69-ე წუთზე წონასწორობის აღდგენა შეცვლაზე შესულმა დენიზ კადაჰმა მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ “ტორპედო“ ორკვირიან უცხოურ შეკრებას გადის. ქუთაისლები გარდამავალი ჩემპიონატისათვის სამზადისს ჩრდილო-დასავლეთ თურქეთის მთიან რეგიონში, ქალაქ ბოლუში ემზადებიან.

“ანტალიასპორამდე”, ქართული კლუბი აზერბაიჯანულ “სუჯმგაითს” დაუზავდა (1:1), თურქული მე-2 ლიგიდან პირველში აღზევებულ “ბანდირმასპორთან” კი 0:1 წააგო.

27.07.2016. თურქეთი. დუზჩე. "ფენერბახჩეს" საწვრთნელი ბაზა. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი

„ანტალიასპორი“ (ანტალია, თურქეთი) - „ტორპედო“ (ქუთაისი, საქართველო) – 1:1 (0:1)

„ანტალიასპორი“: ფორნეცი (ოზენჩი, 46), შიმშეკი (იმკოომი, 46), ჩელუსტკა, ანჟელო (ბოლათი, 46), მოტა (ილდირიმი, 46), კურტულუში (ჩანგოზი, 46), დანილო (გიურალი, 46), მაკოუნი (კოლაკი, 46), სინიკი (და სილვა, 46), ოზქანი (ავტაჩი, 46), ეტო’ო (კაპ., კადაჰი, 46)

მწვრთნელი: ჟოზე მორაიში

„ტორპედო“: კვასხვაძე (კაპ.), ტაბატაძე (ბენაშვილი, 85), კოლინი (ნერგაძე, 46), გურული, ტუღუში, მამასახლისი (წილოსანი, 66), ფალავანდიშვილი, ქიმაძე (ბრეგვაძე, 76), დოლიძე (ელ ჰანკი, 46), ბაბუნაშვილი (ენდელაძე, 46), კვერნაძე (კვარაცხელია, 46)

მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

გოლები: 0:1 ფალავანდიშვილი (41), 1:1 კადაჰი (69)

მსაჯი: ქადირ სალამი (თურქეთი)

1.436925