კალათბურთი

22:07 | 27.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

გერმანია შრიოდერის გარეშე

“ატლანტა ჰოუქსის” და გერმანიის ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი დენის შრიოდერი 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში არ ითამაშებს და ყურადღებას ნბა-ს მომავალი სეზონისთვის მზადებაზე გადაიტანს. ამ ინფორმაციას გერმანიის კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

შრიოდერი გერმანიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია, ამდენად, მისი არყოფნა გუნდისთვის დიდი დანაკლისი იქნება. შეგახსენებთ, რომ შესარჩევ ციკლში გერმანელთა მეტოქეები ჰოლანდია, ავსტრია და დანია იქნებიან.

0.124377