ფეხბურთი

19:47 | 27.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

არნაუტოვიჩმა "სტოკთან" გაახანგრძლივა

ინგლისის პრემიერლიგის ბინადარმა “სტოკ სიტიმ” ავსტრიელ შემტევ მარკო არნაუტოვიჩს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც ინგლისური გუნდის ვებგვერდი გვამცნობს, 27 წლის ფეხბურთელი “სტოკში” 2020 წლის 30 ივნისამდე დარჩება. მის ძველ ხელშეკრულებას ყავლი გაისად გასდიოდა, თუმცა გუნდის შეცვლა სურვილის შემთხვევაში წელსვე შეეძლო. სხვათა შორის, მის მიმართ სერიოზულ ინტერესს ლივერპულის “ევერტონი” იჩენდა, მაგრამ როგორც ჩანს, მარკომ “სიტიში” დარჩენა ამჯობინა.

არნაუტოვიჩი “სტოკ სიტიში” 2013 წლიდან მოყოლებული თამაშობს და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევა. მანამდე მას ასევე წარმატებით ბრემენის “ვერდერსა და ენსხედეს “ტვენტეში” უთამაშია, ხოლო მილანის “ინტერში” ფეხის მოკიდევა ვერ შეძლო.

0.114931