იტალიიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ჩირო იმობილე სამშობლოში დაბრუნდა და ამიერიდან რომის “ლაციოს” ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ იტალიური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. “ლაციალემ” 26 წლის შემტევი ესპანური “სევილიასგან” სრულად გამოისყიდა და მას ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
ჩირო რომში ერთი წლის განმავლობაში ხელფასის სახით 2 მილიონ ევროს (რასაც ბონუსები დაემატება) მიიღებს, ხოლო “სევილიას” ხაზინა კი, 8.5 მილიონი ევროთი შეივსო.
იმობილე “სევილიაში” ერთი წლის წინ, დორტმუნდის “ბორუსიადან” გადავიდა, თუმცა ანდალუზიაში თავი ვერ დაიმკვიდრა და გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით “ტორინოში” გაატარა, სადაც 15 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა. იმობილეს კარიერის საუკეთესო სეზონიც სწორედ ტურინულ გუნდს უკავშირდება, როცა 2013-2014 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონატში 24-ჯერ შეძლო თავის გამოჩენა.