საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ჩელენჯერის (საპრიზო ფონდი 42 500 ევრო) პირველი წრე დასძლია.
მე-3 ნომრად განთესილმა ბასიალშვილმა ესპანელი ხორდი სამპერ-მონტანა 7:6 (7:3), 7:5 დაამარცხა და მერვედფინალში გააღწია, სადაც ბრაზილიელ ანდრე გემს ეთამაშება. ამ უკანასკნელმა ფრანგი ალექს მიჩონი 4:6, 6:1, 6:2 დაამარცხა.
ცნობისთვის, ADVANTAGE CARS PRAGUE OPEN 2016-ის გამარჯვებული 90 სარეიტინგო ქულას მიიღებს.