ავტოსპორტი

18:07 | 27.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

„რენოს“ და „მერსედესს“ 47 ცხენის ძალა აშორებს

„რედ ბული“ აცხადებს, რომ „რენოს“ აგრეგატი, რომლითაც მისი ბოლიდებია აღჭურვილი, „მერსედსის“ ძრავზე დაახლოებით 47 ცხენის ძალით სუსტია. თუმცა ხარების შეფი კრისტიან ჰორნერი იმედოვნებს, რომ ამ ჩამორჩენის შემცირება შესაძლებელია. ამ იმედს მას ის ფაქტი აძლევს, რომ მიმდინარე სეზონში ფრანგულმა კომპანიამ უკვე შეძლო ჩამორჩენის შემცირება, რამაც „რედ ბულს“ „ფერარისთან“ მეორე ადგილისთვის ბრძოლის საშუალება მისცა.

ჰორნრი ამბობს, რომ ეს საკმარისი არაა იმისათვის, რომ მისმა გუნდმა „მერსედესთან“ ბრძოლა შეძლოს. „ჩემი აზრით, მათი (მერსედესის) ძრავი და შასი ჰარმონიულად მუშაობს. „რენომ“ დიდი ნაბიჯით წინ წაიწია და ვიცით, უფრო მათ მალე კიდევ ექნებათ სიახლეები. მთავარია, ჩვენც ძრავის და შასის ჰარმონიულად მუშაობას მივაღწიოთ. ვიცით, რომ დაახლოებით 35 კილოვატით (46.9 ცხ.ძ) უკან ვართ. ეს „რენოს“ ბიჭებისგან ვიცით. ჩვენ ასევე ვიცით მათი გეგმების შესახებ, რომლებიც ჩემორჩენის აღმოფხვრაში დაგვეხმარება“, - ამბობს ხარების შეფი.

იმავდროულად, უნგრეთში „რენომ“ გამოაცხადა, რომ მისი გუნდი უკვე გადაერთო მომავალი სეზონისთვის მზადებაზე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ძრავის განვითარება შეწყდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096794